Thumbnail
  • რონალდ კუმანი ბარსელონას მომავალ სეზონში უხელმძღვანელებს
  • ბარსელონას პრეზიდენტი კლუბში ახალი ფეხბურთელების მისვლას აანონსებს

კატალონიის ბარსელონაში მთავარი მწვრთნელი არ შეიცვლება. რონალდ კუმანი მომდევნო სეზონშიც ბარსელონას უხელმძღვანელებს. ჟოან ლაპორტამ ეს ინფორმაცია გუნდის დირექტორთა საბჭოზე დაადასტურა.

''რონალდ კუმანთან კონტრაქტი გაგრძელდება და ის კლუბს მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს. კმაყოფილები ვართ, რომ ყველა ამ აზრზე შევჯერდით. რონალდი მოტივირებულია და მას უკვე აქვს კლუბში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. კუმანი სწორედ ის მწვრთნელია, რომელიც ჩვენ გვინდოდა. ვეცდებით, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი გავხდეთ'', - განაცხადა ლაპორტმა ბარსელონას ვებგვერდთან.

ბარსელონას პრეზიდენტმა ასევე კლუბში ახალი სახეების გამოჩენაც დააანონსა. შეგახსენებთ, რომ კატალონიურ გუნდს სერხიო აგუერო, ერიკ გარსია და ემერსონი ახალი სეზონისთვის შეუერთდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები