Thumbnail

მუნდიალი 2030 - ესპანეთს და პორტუგალიას მასპინძლობა ერთად სურთ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საიუბილეო მუნდიალის მასპინძლობაზე კონკურენცია დიდია
  • ფიფა ტურნირის მასპინძლის ვინაობას  2024 წელს გამოაცხადებს

ესპანეთი და პორტუგალია მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ერთად მასპინძლობას აპირებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ქვეყნები მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადს ერთობლივად შეიტანენ. 

მხარეებს შორის რატიფიცირებული შეთანხმებას, რომელიც მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ორგანიზაციას შეეხება, ხელი 5 ივნისს, მადრიდში მოეწერა. ამასთან ერთად, მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ამ ინიციატივისთვის სახელმწიფო მხარდაჭერას ითვალისწინებს. 

შეგახსენებთ, რომ უახლოესი მუნდიალი 2022 წელს ყატარში გაიმართება, მომდევნო - მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი კი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში უნდა ჩატარდეს.

2030 წლის მუნდიალი საუბილეო იქნება - მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში ზუსტად 100 წლის წინ, 1930 წელს, ურუგვაიში ჩატარდა.

ესპანელ და პორტუგალიელ ქომაგებს მუნდიალის ერთად მიღება სურთ

ცნობილია, რომ საიუბილეო პირველობის მასპინძლობაზე განაცხადის გაკეთებას ასევე აპირებს მაროკო. მისი მიღება ჯგუფურად სურთ: არგენტინას, პარაგვაის, ურუგვაისა და ჩილეს. ასევე: ბულგარეთს, საბერძნეთს, რუმინეთსა და სერბეთს.

ფიფა მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადების მიღებას 2022 წლიდან დაიწებს, საბოლოო არჩევანს კი 2024 წელს, 74-ე კონგრესზე გააკეთებს.

კომენტარები

ბოლო ამბები