Thumbnail
  • ლევან გორგაძემ ტამავაში დაამარცხა
  • ტოჩინოშინის მეოთხე მეტოქე მიტაკეუმია

ზაფხულის ბაშოს მესამე დღეს აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინმა პირველი მაეგაშირა ტამავაში ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. სასტარტო დარტყმების შემდეგ, ლევანი მეტოქეს გამოეცალა და ის დოჰიოზე დაენარცხა. ორთაბრძოლისას ტოჩინოშინს ტუჩი გაუსკდა. 

ეს მისი მესამე გამარჯვებაა ნაცუ ბაშოზე - 3-0 ბალანსით იგი  ლიდერთა შორისაა. ტოჩინოშინს ოძეკის (ჩემპიონის) რანგამდე 7 გამარჯვება რჩება. 

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება. 30 წლის ქართველი 25 წლის იაპონელს ურთიერთშეხვედრებში 4:2-ს უგებს. 

40-გზის ჩემპიონმა ჰაკუჰომ სტარტზე სამივე ორთაბრძოლა მოიგო, მან ოშიდაშით შოჰოზანი დაამარცხა. მოიგო კიდევ ერთმა დიდმა ჩემპიონმაც, კაკურიუმ ბრაზილიელი კაისეი დაამარცხა. 

მეორე დივიზიონ ძურიოში სტარტზე სამი მარცხი იწვნია მე-2 ნომერმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი). ამჯერად. მან დივიზიონის პირველ ნომერ სოკოკურაისთან წააგო სუკუინაგეს ილეთით. გაგამარუს მომდევნო მეტოქე ძურიოს მე-4 ნომერი მეისეია.

კომენტარები

ბოლო ამბები