Thumbnail

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა ლისაბონში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაასრულა. პორტუგალიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, ჯაბა მალაღურაძის გაწვრთნილი ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა და ბოლო ტურში ლიეტუვას მოუგო.

ლიეტუველებმა ტაიმი 7:5 მოიგეს, პირველ ნახევარში ლელო გიორგი შკინინმა გაიტანა. ლუკა მატკავამ მეორე ტაიმის სტარტზე საქართველო დააწინაურა, თუმცა ლიეტუველებმა წინ გასვლა მაინც მოახერხეს და შეხვედრას ბოლო წამებამდე იგებდნენ. მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე, საქართველომ შეტევა წამოიწყო, რომელიც ნიკა გიგაურმა ლელოთი დაასრულა. გიგაურის გაჩერება ოთხმა ლიეტუველმა ვერ მოახერხა და საქართველომ 19:14 მოიგო. 7-კაცა ნაკრები ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა და პლეი ოფში ითამაშებს, სადაც დიდი ალბათობით, რუსეთის ნაკრებთან თამაში მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები