Thumbnail
  • საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტოკიოში 4 სპორტსმენით გაემგზავრება
  • ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ოქროს მეორედ მოგებას ეცდება

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ოთხი სპორტსმენით წარსდგება, რაც როგორც ირკვევა, თითოეული ქვეყნისთვის დაწესებული კვოტის მაქსიმუმია.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ ეს ინფორმაცია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან მიიღო და ახლა უკვე ოფიციალურ დასტურს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტშიც ელიან.

მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ტოკიოს ფიცარნაგზე გამოსვლის უფლება ლაშა ტალახაძეს (+109 კგ), ანტონ პლესნოისა (96 კგ) და შოთა მიშველიძეს (61 კგ) ჰქონდათ. ამ სამეულს კიდევ ერთი სპორტსმენი შეუერთდება და ის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გოგა ჩხეიძეა (67 კგ).

32-ე ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება. კონკრეტულად ძალოსნობაში მედლების გათამაშება 24 ივლისს დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება. ლაშა ტალახაძის მთავარი მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები