Thumbnail

დევისის თასი | საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები კვიპროსთან დამარცხდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალექსანდრე მეტრეველი 2:6, 2:6 პეტროს ხრისოხოსი
  • ქართველ ჩოგბურთელებს პლეი ოფში გასვლის შანსი ჯერაც აქვთ

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი III-ში კვიპროსთან მარცხი განიცადა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ წყვილთა მატჩი ჯერაც ჩასატარებელია.

შეგახსენებთ, რომ დღის პირველ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგში 925-ე ადგილზე მყოფმა ალექსანდრე ბაკშიმ მენელაოს ეფსტატიუსთან (1510-ე) 3:6, 3:6 წააგო, რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში კი ალექსანდრე მეტრეველი (612-ე) პეტროს ხრისოხოსთან (360-ე) 2:6, 2:6 დამარცხდა.

ამგვარად, საქართველო კვიპროსს 0:2 ჩამორჩა და აზრი დაეკარგა საბა ფურცელაძისა და ზურა ტყემალაძის დაპირისპირებას სერგის კირაცისისა და ელეფტერიოს ნეოსის დუეტთან. დღევანდელი მატჩის შედეგის გათვალისწინებით, მსოფლიო ჯგუფი III-ის A ჯგუფში პირველობა სწორედ კვიპროსმა იზეიმა, საქართველოს ნაკრები მეორეზე გავიდა, მე-3 კი ისლანდია გახლავთ. 

მე-2 ჯგუფში, სადაც მონაკო, ლუქსემბურგი, ირლანდია და მალტა თამაშობენ, ადგილები ჯერ არ გადანაწილებულა, ამდენად, ქართველი ჩოგბურთელების დასკვნითი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა. შეჯიბრის ფორმატის თანახმად, ჯგუფების გამარჯვებულები მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, მეორეადგილოსნები კიდევ ერთი საგზურისთვის ითამაშებენ, მე-4 პოზიციაზე გასული ნაკრები ჯგუფი IV-ში აღმოჩნდება, მესამეადგილოსნები კი ჯგუფი III-ში დასარჩენად იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები