Thumbnail
  • მადრიდის ატლეტიკოს მარჯვენა მცველი მანჩესტერელთა სატრანსფერო სამიზნეა
  • 26 წლის ხორვატი ფეხბურთელი იუნაიტედში მატეო დარმიანის შემცვლელად განიხილება

მანჩესტერ იუნაიტედი ატლეტიკოს მარჯვენა მცველის შიმე ვრსალკოს გადაბირებით ინტერესდება. ამის შესახებ Daily Mail იუწყება, რომლის ცნობით, ინგლისურ კლუბს დიდი ალბათობით დატოვებს სარეზერვო უკანახაზელი მატეო დარმიანი, ანტონიო ვალენსიას უკონკურენტოდ დარჩენა კი "წითელ ეშმაკებში" არ სურთ.

გამოცემა წერს, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდში გამოთავისუფლებული მარჯვენა მცველის ადგილზე ვრსალკო უმთავრესი კანდიდატი იქნება, გარიგების სავარაუდო ფასად კი 34 მილიონ ევროს ასახელებს. თანხა შეიძლება გაიზარდოს, რამდენადაც ხორვატი ფეხბურთელით ნაპოლიც ინტერესდება. 

26 წლის შიმე ვრსალკო ატლეტიკოში 2016 წლიდან გამოდის, ბოლო სეზონში კი კლუბის მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 5 საგოლე პასი მიითვალა.

მცველმა თებერვალში ატლეტიკოსთან ახალი კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

მატეო დარმიანის გადაბირებით ტურინის იუვენტუსია დაინტერესებული.

კომენტარები

ბოლო ამბები