Thumbnail

'საშინელი გუნდია, იმედია, ჩვენ შეგვხვდებიან' - ვან დერ ვაარტი ესპანეთზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მათ ერთი ფლანგიდან მეორეზე პასის გარდა არაფერი იციან'
  • რაფაელ ვან დერ ვაარტმა ლუის ენრიკეს გუნდი გააკრიტიკა

მადრიდის რეალისა და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ ვან დერ ვაარტი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების თამაშს გამოეხმაურა და მას კატასტროფული უწოდა.

“ესპანეთი საშინელი გუნდია, უბრალოდ საშინელი. იმედი გვაქვს, პლეი ოფში ნიდერლანდების ნაკრებს შეგვხვდებიან. მათ ერთი ფლანგიდან მეორეზე პასის გარდა არაფერი იციან. უკვე ამას აკეთებენ ის ფეხბურთელებიც კი, რომლებმაც სხვანაირად თამაში ნამდვილად იციან, თუმცა, მაინც ასე იქცევიან”, - განაცხადა რაფაელმა TV NOS-ის პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის პირველობაზე ესპანეთის ნაკრებმა უკვე 2 მატჩი ჩაატარა და ჯერაც მოგების გარეშეა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა შვედეთთან უგოლოდ ითამაშეს, პოლონეთთან შეხვედრა კი 1:1 დასრულდა. 23 ივნისს ესპანელები სლოვაკეთს შეხვდებიან და პლეი ოფში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები