Thumbnail
  • არგენტინა 1:0 პარაგვაი | გოლი: გომესი (10)
  • ურუგვაი 1:1 ჩილე | გოლები: 0:1 ვარგასი (26), 1:1 ვიდალი (66-საკ. კარში)

არგენტინის და ჩილეს ნაკრებმა გუნდებმა კოპა ამერიკის მეოთხედფინალში თამაში გაინაღდეს.

‘ალბისელესტემ’ A ჯგუფის მესამე შეხვედრაში პარაგვაის დამარცხება შეძლო (1:0) და 3 თამაშის შემდეგ 7 ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიონელ მესის და კომპანიას ჯგუფიდან გასვლა უკვე გარანტირებული აქვთ. ბრაზილიაში გამართულ მატჩში პარაგვაელებს ერთადერთი გოლი ამჯერად ძირითად შემადგენლობაში დაყენებულმა პაპუ გომესმა მატჩის დასაწყისშივე გაუტანა (დი მარიას პასით). აღსანიშნავია, რომ მესიმ არგენტინის ნაკრებში 147-ე მატჩი ჩაატარა და ამით რეკორდსმენ ხავიერ მასკერანოს გაუთანაბრდა.


ჯგუფის მეორე მატჩი ურუგვაისა და ჩილეს ნაკრებ გუნდებს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა. ეს ანგარიში ჩილელებს უფრო აწყობდათ - მეოთხედფინალში თამაში ახლა მათაც განაღდებული აქვთ. ურუგვაის ნაკრებს კი ორი მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს და სერიოზული საფრთხის ქვეშაა, რომ ჯგუფში ჩარჩეს. არადა, 5-გუნდიანი ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4 გუნდი გადის. ურუგვაელები მომდევნო ტურში ბოლო ადგილზე მყოფ ბოლივიას ხვდებიან (24 ივნისს). აღსანიშნავია, რომ ურუგვაის ნაკრების გოლი საბოლოოდ არტურო ვიდალს ჩაეთვალა ავტოგოლად - არადა, ლუის სუაერესი 443-წუთიან მშრალ სერიას ამთავრებდა...

 

კომენტარები

ბოლო ამბები