- ურუგვაი (U20) 20:15 საქართველო (U20)
- ახალგაზრდა ურუგვაელებმა მატჩის შემოტრიალება მოახერხეს
16-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები მოედანს დაუბრუნდნენ და 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრა ჩაატარეს. არგენტინის ნაკრებთან დიდი სხვაობით დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშში, ურუგვაის შეხვდა და მეორე მატჩიც დათმო - 15:20.
20-წლამდელები შეხვედრის სტარტზე ალექსანდრე ქუნთელიას ლელოთი დაწინაურდნენ, მე-10 წუთისთვის 7:0-ს იგებდნენ. საქართველომ პირველი ნახევარი 10:8 მოიგო.
ურუგვაელებმა მეორე ტაიმის მე-60 წუთიდან ორი ლელოს გატანა მოახერხეს და 10 ქულით წინ გაიჭრნენ - 20:10. მატჩის 75-ე წუთზე თამაზ ჯიმშელეიშვილმა ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ვეღარაფერი შეცვალეს და მატჩი ურუგვაის გამარჯვებით 20:15 დასრულდა.
უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მომდევნო მატჩს 28 ივნისს მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან ითამაშებს.
კომენტარები