Thumbnail

ნაკრების ლიდერი ახალ გუნდში - ცხოვრებაძე შვეიცარიაში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრი გიორგი ცხოვრებაძე ვინტერთურში ითამაშებს
  • ქართველი ხელბურთელი შვეიცარიაში ერთ წელს გაატარებს და მონპელიეში დაბრუნდება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და მონპელიეს ხელბურთელი, გიორგი ცხოვრებაძე კარიერას ერთწლიანი იჯარით შვეიცარიაში გააგრძელებს. ცხოვრებაძე მომდევნო ერთი სეზონი შვეიცარიის 10-გზის ჩემპიონის ვინტერთურის ღირსებას დაიცავს. პოპსპორტი ქართველ ხელბურთელს დავუკავშირდით და მის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

გიორგი ცხოვრებაძე: სეზონის ბოლოს მონპელიეს მწვრთნელს პატრის კანაიეს ვესაუბრე. ვუთხარი, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო და განვითარება მინდოდა. მოვითხოვე, რომ კლუბს იჯარით გავეშვი ან რამე სხვა გამოსავალი მოგვენახა.

გადაწყდა, რომ შვეიცარიაში წავალ და ვინტერთურის ღირსებას დავიცავ, რომელმაც წელს შვეიცარიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდი შვეიცარიის ჩემპიონატსა და ევროპალიგაზე თამაშობს. იმ ტურნირზე, სადაც ამ სეზონში მონპელიეს ღირსება დავიცავი. ერთი წელი მანდ ვიქნები, რის შემდეგაც მონპელიეში დავბრუნდები და ახალ კონტრაქტს მოვაწერ ხელს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) ფინალურ მატჩში კვიპროსის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა - 32:18.  გიორგი ცხოვრებაძე კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მან ფინალურ შეხვედრაში მეტოქის კარი 12-ჯერ აიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები