Thumbnail

რაფაელ ბენიტესი ლივერპულში ბრუნდება - ესპანელს გუდისონზე მალე წარადგენენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რაფაელ ბენიტესი ევერტონში კარლო ანჩელოტის შეცვლის
  • ესპანელი, ქალაქის მეორე გუნდს, ლივერპულს 6 წელი წვრთნიდა

გუნდიდან კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ, რომელიც კარიერას მადრიდის რეალში განაგრძობს, ევერტონმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატურა შეარჩია. გუნდი, როგორც Sky Sports-ი ამბობს, რამდენიმე დღეში რაფაელ ბენიტესს წარადგენს.

ესპანელს ქალაქთან დიდი ისტორია აკავშირებს, ბენიტესი 2004-2010 წლებში ქალაიქს მეორე გუნდი, ლივერპულის მწვრთნელი იყო და წითლებთან ერთად არაერთ წარმატებას მიაღწია. 61 წლის სპეციალისტის სავარაუდო წარდგენის ამბავს, ფანების ნაწილი უარყოფითად შეხვდა.

"60 წელია სეზონის ბილეთს ვფლობ, მაგრამ თუ ამ კაცს, ლივერპულიდან გამოგდებულ ტიპს გუდისონზე დანიშნავთ... ევერტონის თამაშზე აღარ ვივლი. სირცხვილია!" - წერდა ლურჯების ცნობილი გულშემატკივარი მიკ პარი. "გუნდს შემდეგ საფეხურზე გადაიყვანს, დაივიწყეთ მისი წარსული..." - იყვნენ ასეთებიც, ვინც რაფას გამოჩენას პოზიტიურად შეხვდა.

რაფაელ ბენიტესი ლივერპულიდან წასვლის შემდეგ, სხვადასხვა დროს მილანის ინტერში, ჩელსიში, მადრიდის რეალში, ნაპოლიში, ნიუკასლ იუნაიტედში და ჩინეთის სუპერლიგის დალიანში მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები