Thumbnail

'იქ ჩემი გვარი არ უნდა იყოს' - სერენა ოლიმპიადაზე არ ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ამერიკელი ვარსკვლავი ტოკიოში ჩასვლას არ გეგმავს
  • სერენა უილიამსი ოლიმპიადების 4-გზის ჩემპიონია

დიდი სლემების 23-გზის გამარჯვებული სერენა უილიამსი მონაწილეობას არ მიიღებს ტოკიოს ოლიმპიადაში, რომელიც 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ მან უიმბლდონის სტარტის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

“მე ოლიმპიადის მონაწილეებს შორის არ ვარ. თუკი იქ ჩემი გვარი მაინც შეტანილია, ეს, ასე არ უნდა იყოს”, - აღნიშნა 39 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის, სერენა უილიამსი ოლიმპიური თამაშების 4-გზის ჩემპიონია: 2012 წელს მან ოქროს მედალი ერთულებში მოიპოვა, 3-ჯერ კი წყვილებში უმარჯვია უფროს და ვენუსთან ერთად.

როგორც აღვნიშნეთ, სერენა ამჟამად ლონდონში იმყოფება, სადაც 2021 წლის უიმბლდონისთვის ემზადება. ამერიკელი ვარსკვლავი მე-6 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ბელარუს ალეკსანდრა სასნოვიჩს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები