Thumbnail
  • 📅 28 ივნისი | ⌚ 15:00 | 🏉 სამხრეთ აფრიკა V საქართველო | 📺 რაგბი TV
  • 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს სტელენბოშში ურთულესი მატჩი ელის

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, სამხრეთაფრიკულ სტელენბოშში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მესამე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, 15:00 საათიდან უმცროსი ბორჯღალოსნები მასპინძელ “ქურციკებს” ეთამაშებიან, რომელთაც პირველ ტურში ურუგვაის 29:10 სძლიეს, მეორეში კი არგენტინას 33:26 მოუგეს. თავის მხრივ, ქართველი მორაგბეები არგენტინასთან – 10:82, ხოლო ურუგვაისთან 15:20 დამარცხდნენ.

საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, ბოლო მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელეს. ხაზში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ფრთა შალვა აფციაური, ძირითადში დაბრუნდნენ ფულბეკი გიორგი ნავროზაშვილი და ცენტრი თენგიზ სკამკოჩაშვილი. ფულბეკის პოზიციიდან ფრთაზე გადაინაცვლა საბა არჩვაძემ, ხოლო ლაშა ცხოვრებაძე, ვაჟა მიქაძე და გიორგი კურტანიძე ძირითადში პირველად არიან.

ქართველი მორაგბეები სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის ემზადებიან
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

შერკინების პირველ ხაზში ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა, გიორგი მამაიაშვილმა და ალექსანდრე ქუნთელიამ. სასტარტოში პირველადაა კვაჭი თამაზ ჯიმშელეიშვილი. ძირითადში მესამე თამაშს იწყებს გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ბურდული, რომელიც მეორე ხაზში ამჯერად გურამ ღანიაშვილს შეუწყვილდება. მესამე ხაზში დაბრუნდნენ ფლანკერი რატი ზაზაძე და პაატა გალდავა, ხოლო ლაშა ციხისთავი ამჯერადაც სასტარტოშია. ტრავმების გამო მომავალ შეხვედრას ტოვებენ მეორეხაზელი დავით არველაძე, ფრთა ლუკა კვენეტაძე და შუამარბი თორნიკე კახოიძე.

“მიკროტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდა. ესეც რომ არა, ესაა ტურნირი, სადაც აქცენტი მომზადებაზე კეთდება და შეძლებისდაგვარად, ყველას ვაძლევთ თანაბარ სათამაშო დროს, რათა მათ გამოცდილება მიიღონ. ვაპირებთ, რომ სამხრეთ აფრიკასთან ბოლომდე ვიბრძოლოთ. მეტოქე ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ცდილობს მეტოქე ამ კომპონენტში დაჯაბნოს. ჩვენი მომზადებაც ამ კუთხით წარიმართა, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება“ – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ, საქართველო 20-წლამდელთა სერიის დასკვნით შეხვედრას 3 ივლისს, ურუგვაის ან არგენტინის წინააღმდეგ გამართავს.

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ დასახელდა 💪 🏉 გაიგე მეტი აქ ➡️ https://bit.ly/3dBYuB1...

Posted by Georgian Rugby on Sunday, June 27, 2021

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 11. საბა არჩვაძე (ლელო), 10. ვაჟა მიქაძე (ლელო), 9. გიორგი კურტანიძე (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. თამაზ ჯიმშელეიშვილი (ლელო), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. პაატა გალდავა (აია).

სათადარიგოები: 16. დავით გველესიანი (ლელო), 17. ირაკლი აფციაური (ლელო), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), 20. ბექა გელხვიძე (ლელო), 21. ლუკა არჩვაძე (ლელო), 22. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 23. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 24. დავით იმნაძე (იუნკერები), 25. კოტე იაშვილი (აკადემია).

კომენტარები

ბოლო ამბები