Thumbnail

PUBG-ის 12.2 განახლება მნიშვნელოვან ცვლილებას გვპირდება

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • PlayerUnknown's Battlegrounds-ს, შესაძლოა, self-revive მექანიკა დაემატოს
  • ამის შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია PlayerIGN-მა გაავრცელა
  • self-revive თამაშში 12.2 განახლების შემდეგ გამოჩნდება

PlayerUnknown's Battlegrounds, უკვე დიდი ხანია, ონლაინ საბრძოლო თამაშების ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა, ამ ჟანრის სხვა თამაშებს, მექანიკისა და კრეატიური განახლებების კუთხით, ნამდვილად ჩამორჩება. როგორც ჩანს, ამ ფაქტს დეველოპერებიც აცნობიერებენ. სწორედ ამიტომ, თამაშის მომდევნო ‘პატჩში’ (12.2), კიდევ ერთ, საკუთარი თავის გაცოცხლების (self-revive) მექანიკას ამატებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში დატა მაინერმა, PlayerIGN-მა გაავრცელა, თუმცა, ინფორმაციის წყარო არ დაუზუსტებია. 

საკუთარი თავის გაცოცხლების (self-revive) PUBG-ში ახალი მექანიკაა რომელიც მოთამაშეს, დავარდნის (downed) შემდეგ, ბრძოლაში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

ამ დროისთვის, გაურკვეველია, self-revive ნივთი იქნება, რომელიც მოთამაშემ რუკაზე უნდა იპოვოს, თუ ის რუკაზე ჩახტომისას უკვე ექნება. ასევე უცნობია, ამ მექანიკის გამოყენება მატჩში მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი თუ რამდენჯერმე. ამის გასაგებად, თამაშის დეველოპერის, PUBG corp-ის ოფიციალურ განცხადებას უნდა დაველოდოთ.

PlayerIGN ამტკიცებს, რომ ეს მექანიკა, თამაშის ფაილებში, პირველად 2018 წელს გამოჩნდა. თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ დეველოპერები დიდი ხანია self-revive-ს ტესტავენ და მისი ბალანსირების გზებს ეძებენ. 

self-revive ყველა ონლაინ საბრძოლო თამაშში არ გვხვდება, თუმცა, ის არც თუ ისე იშვიათია. მაგალითად, Apex Legends-ში და Call of Duty: Warzone-ში, ნივთია, რომლის პოვნაც შესაძლებელია. Warzone-ში, მოთამაშეს სიკვდილის შემდეგ, გულაგში ბრძოლის მოგებითაც შეუძლია. 

რა თქმა უნდა, არც ისაა გამორიცხული, რომ PlayerIGN-ის გავრცელებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდეს: მას PUBG-ზე ინფორმაცია ადრეც გაუსჯაროვებია და, ხშირად, მართალი აღმოჩენილა. თუმცა, ოფიციალური განცხადების გარეშე, თამაშში self-revive-ის დამატება, ჭორად უნდა ჩავთვალოთ.

შეგახსენებთ, რომ 12.2 ‘პატჩის’ გამოშვება ივლისის დასაწყისში იგეგმება. 

კომენტარები

ბოლო ამბები