Thumbnail

ფსონის დადებამდე წასაკითხი სტატია - რას ველოდოთ 1/8 ფინალის დარჩენილ მატჩებში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ორშაბათს და სამშაბათს ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალი დასრულდება
  • ბოლო 4 მატჩის ანალიზი და რამდენიმე რჩევა ფსონების დასადებად

ევროპის ჩემპიონატზე დღეიდან მერვედფინალების კიდევ რვა მონაწილე ჩაერთვება საქმეში. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გუნდების თამაშის შესახებ დასკვნები და სტატისტიკური მონაცემები დაგვიგროვდა. ამ მონაცემების მიხედვით ჩვენს ანალიზს შემოგთავაზებთ. როგორც ყოველთვის, ანალიზი ჩვენია, გადაწყვეტილება თქვენი.

ხორვატია V ესპანეთი

ესპანეთის ნაკრების შესახებ ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. ვისაც არ ეზარებოდა, ამ გუნდს ყველა აკრიტიკებდა. თუმცა, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ესპანეთის საქმე არც ისე ცუდად არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ბურთის ფლობის 75 პროცენტი (ყველაზე მეტი ამ ევროზე, მთელი 10 პროცენტით მეტი, ვიდრე მეორე პოზიციაზე მყოფ გერმანიას), თამაშის 39 პროცენტი ლუის ენრიკეს გუნდი მეტოქის მესამედზე (ასევე საუკეთესო შედეგი), საკუთარი კარისკენ სამ თამაშში მხოლოდ 12 დარტყმა მიიღო (იტალიასთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელი) და კარში სულაც ორჯერ დაურტყეს, სამაგიეროდ თავად 37-ჯერ დაარტყა მეტოქის საჯარიმოდან (მესამე მაჩვენებელი ამ ევროზე).

ესპანეთის მთავარ პრობლემად შანსების გამოყენება რჩება - მომენტების მხოლოდ 14 პროცენტია რეალიზებული - ეს ამ ჩემპიონატზე რეალიზაციის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ხორვატიას პირიქით, შეტევაში უჭირს. ამ გუნდის მთავარი აქტივი მისი ნახევარდაცვის ხაზია მოდრიჩი-ბროზოვიჩი-კოვაჩიჩის ტრიოთი, თუმცა შეტევაში მაღალი კლასის ფეხბურთელები აკლია. ყველაზე აქტიურად ივან პერიშიჩი გამოიყურებოდა, რომელიც ესპანეთთან მატჩს კოვიდის გამო გამოტოვებს.

აქედან გამომდინარე, თამაშის სცენარი იოლად პროგნოზირებადი უნდა იყოს - ისევე, როგორც ესპანეთის თამაშების უმრავლესობა. მატჩი ხორვატიის ნახევარზე წარიმართება და ესპანეთს ბურთი ექნება. შედეგს რეალიზაციის ხარისხი გადაწყვეტს.

თუკი ხორვატიას ესპანეთის კართან მიახლოება გაუჭირდება, მაშინ გოლებსაც და კარში დარტყმებსაც ნაკლებს უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, პერიშიჩის გარეშე, ხორვატია ალბათ მხოლოდ სტანდარტების იმედად უნდა იყოს.

შესაძლებელია ფსონის გაკეთება პოზიციაზე, რომ ხორვატია ვერ გაიტანს, ან 1.5-ზე ნაკლებს გაიტანს. გააჩნია, რა ტიპის და მასშტაბის ფსონს აკეთებთ და რა კოეფიციენტებს ეძებთ. ასევე ლოგიკური იქნებოდა ფსონი, რომ ხორვატიას ესპანეთის კარში 3.5-ზე ნაკლები დარტყმა ექნება. უნაი სიმონის კარში შვედეთმა და სლოვაკეთმა საერთოდ ვერ დაარტყეს, ხოლო პოლონეთმა ეს მხოლოდ ორჯერ მოახერხა.

თავის მხრივ, ხორვატიამ ინგლისთან მხოლოდ ერთხელ დაარტყა მეტოქის კარში, ჩეხეთთან კი ორჯერ. ხორვატიის 3.5-ზე ნაკლები დარტყმა (ან სულაც 2.5-ზე ნაკლები, თუ დიდი კოეფიციენტი გინდათ) ლოგიკური ფსონი უნდა იყოს.

📌 ჩვენი ფსონები: ხორვატიას კარში 3,5-ზე მეტი დარტყმა არ ექნება. ხორვატია 1,5-ზე ნაკლებ გოლს გაიტანს.

საფრანგეთი V შვეიცარია

საფრანგეთი მძიმე გუნდია პლეიოფური სტილით და ასეთივე მეტოქე შეხვდა. შეუძლებელია, ამ თამაშში მძიმე და დაცვით თამაშს არ ველოდოთ. დეშამის გუნდს პირველ ნომრად თამაშზე მეტად დაცვიდან, კონტრშეტევები ეხერხება. სწორედ ამიტომ იყო გერმანიასთან მატჩი საფრანგეთის საუკეთესო შეხვედრა ამ ტურნირზე. უნგრეთმა კი პირიქით, დეშამის გუნდი მაგრად აწვალა.

საფრანგეთს ბურთის მოძრაობაც უჭირს და პრესინგიც. მეტოქის მესამედზე პრესინგ-მოქმედებებით საფრანგეთი 24-გუნდში 22-ე ადგილზეა ფინეთის და შვედეთის, ანუ ორი ულტრადაცვითი გუნდის შემდეგ. მეტოქის საჯარიმოში კი სამ თამაშში მხოლოდ 21 პასი აქვს გაკეთებული, რაც მერვეფინალის მონაწილეებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. შვეიცარია მეორე ნომრად ითამაშებს და სივრცეებს არ დატოვებს. ანუ საფრანგეთი იწვალებს.

📌 ჩვენი ფსონი: 2,5-ზე ნაკლები გოლი.

ინგლისი V გერმანია

ევროპული ფეხბურთის კლასიკას უკვე მერვედფინალში ვიხილავთ. ისტორიულად, ეს დაპირისპირება თითქმის ყოველთვის გერმანიისაა. ამჯერად, ინგლისი უფრო პრაგმატულად, თითქოს ‘გერმანულად’ თამაშობს, გერმანია კი აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებს. საუთგეიტის გუნდს, როგორც შოტლანდიასთან თამაშმა აჩვენა, მასირებულ დაცვასთან გამკლავება უფრო უჭირს, კონტრშეტევებზე, ღია სივრცეში კი უკეთ გამოიყურება.

გერმანია პირიქითაა. ესპანეთის შემდეგ ბურთის 65-პროცენტიანი ფლობით ლიოვის გუნდს ყველაზე მეტად უყვარს პირველ ნომრად თამაში. ინგლისს კი პირიქით, თუნდაც სუსტ გუნდებთან უჭირს, ბურთის ფლობის 50-პროცენტიან მაჩვენებელს გადაცდეს. ინგლისი დაცვიდან ითამაშებს და კონტრშეტევების და გრძელი პასების იმედად იქნება. ჩვენი ფსონია, რომ ინგლისს ბურთი 47.5 პროცენტზე ნაკლები ექნება. რთულია, დეკლან რაისით და ჯორდან ჰენდერსონით ტონი კროოსს და ილქაი გიუნდოგანს ბურთის ფლობა მოუგო.

📌 ჩვენი ფსონი: 47.5 პროცენტზე ნაკლები ბურთის ფლობა ინგლისს.

შვედეთი V უკრაინა

შვედეთი ალბათ ყველაზე იოლად პროგნოზირებადი გუნდია. წლების მანძილზე, შვედური სათამაშო სტილი და ტაქტიკა არ იცვლება. ეს მძიმე, ათლეტური და დაცვითი გუნდია, მინიმალური ფანტაზიით შეტევაში. დიდი შემოქმედებითი უნარებით შეტევაში არც უკრაინა გამოირჩევა.

პლეი ოფში გოლების რაოდენობა ისედაც მცირდება. ჩვენი პროგნოზია, რომ ამ თამაშში გოლების რაოდენობა 2.5-ზე ნაკლები იქნება.

📌 ჩვენი ფსონი: 2,5-ზე ნაკლები გოლი.

შენიშვნა: ყველა სტატისტიკური მონაცემი აღებულია უეფას ოფიციალური საიტიდან.

კომენტარები

ბოლო ამბები