- ინგლისი 2:0 გერმანია
- გოლები: 1:0 სტერლინგი (75), 2:0 კეინი (86)
- PREVIEW | შვედები ფავორიტები არიან - უკრაინა უშანსოდ არ იქნება
ლონდონის "უემბლიზე" ევრო 2020-ის 1/8 ფინალში ინგლისის ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა, 2:0 დაამარცხა და ბრძოლას აგრძელებს. ინგლისელებმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხეს რაჰიმ სტერლინგისა და ჰარი კეინის გოლებით. ინგლისის ნაკრები 1/4 ფინალში შვედეთისა და უკრაინის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
გარეთ საუთგეიტმა გრილიშის ნაცვლად სასტარტოში ტრიპიერი დააყენა, ხოლო საკამ 11-ეულში ადგილი შეინარჩუნა. იოახიმ ლიოვმა სასტარტოში გნაბრის ვერნერი ამჯობინა, ხოლო გიუნდოგანის ნაცვლად 11-ეულში გორეტცკა მოხვდა.
პირველი მომენტი ინგლისელთა კართან შეიქმნა, გორეტცკას სახიფათო გარღვევა რაისმა ჯარიმით შეაჩერა, რომლის შესრულებასაც გერმანელთათვის ხეირიანი არაფერი მოჰყოლია. ინგლისელებმა სტერლინგის დარტყმით უპასუხეს, ნოიერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. 31-ე წუთზე ვერნერი პიკფორდთან ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. ტაიმის მიწურულს მატს ჰუმელსმა გააუვნებელყო ინგლისელთა მომენტი კეინის მონაწილეობით - ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმი ჰავერტცის დარტყმით და პიკფორდის შესანიშნავი "სეივით" დაიწყო. ანგარიში 75-ე წუთზე გაიხსნა, ლუკ შოუს პასით რაჰიმ სტერლინგმა ახლო მანძილიდან გაიტანა. მე-80 წუთზე მიულერს კონტრიერიშისას შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს აააცილა.
86-ე წუთზე ევრო 2020-ზე თავისი პირველი გოლი ჰარი კეინმა გაიტანა - გრილიშმა ჩააწოდა და ფორვარდმა თავით ორბურთიანი უპირატესობა დააფიქსირა.
TOP - რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი)
ინგლისის ნაკრების პირველი სამი გოლის გამტანი ევრო 2020-ზე. თანაგუნდელებისგან განსხვავებით, პირველ ტაიმშიც აქტიური იყო. მისი გოლი მანუელ ნოიერის კარში კი გადამწყვეტი აღმოჩნდა
FLOP - თომას მიულერი (გერმანია)
მას შეეძლო მალევე გათანაბრება, მაგრამ 100%-იანი შანსი ქარს გაატანა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მატჩში, გერმანია გატყდა და ევრო 2020-ს დაემშვიდობა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
📌 ეს იყო ინგლისის ნაკრების მე-300 საერთაშორისო მატჩი "უემბლიზე". აქამდე "სამმა ლომმა" 187 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ 39 დათმო.
📌 ბაკაიო საკა ინგლისის ნაკრების ისტორიაში მესამე თინეიჯერია, ვინც დიდი ტურნირების პლეი ოფის მატჩში სასტარტოში ითამაშა. სხვები: მაიკლ ოუენი (1998 წ.), უეინ რუნი (2004 წ.).
📌 თომას მიულერმა გერმანიის ნაკრების ბოლო 26 მატჩში ითამაშა დიდ ტურნირებზე, რითაც მესუთ იოზილის რეკორდი გაიმეორა.
📌 კირან ტრიპიერმა 2018 წლის მუნდიალზე და ევრო 2020-ზე ერთად 27 შანსი შექმნა, მასზე მეტი მხოლოდ კევინ დე ბრუინს (33) აქვს. ტრიპიერის 27 შექმნილი შანსიდან 9 ჰარი მაგუაირის დარტყმით დასრულდა.
📌 რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის ნაკრების პირველი სამი გოლი გაიტანა ევრო 2020-ზე.
📌 ინგლისის ნაკრები ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც ევრო 2020-ზე გოლი არ გაუშვია
ინგლისი 2:0 გერმანია
ინგლისი (3-4-3): პიკფორდი - უოკერი, მაგუაირი, სტოუნსი - ტრიპიერი, ფილიპსი, რაისი (88. ჰენდერსონი), შოუ - საკა (69. გრილიში), კეინი, სტერლინგი
გერმანია (3-4-2-1): ნოიერი - გინტერი (87. ჯანი), ჰუმელსი, რიუდიგერი - კიმიხი, გორეტცკა, კროოსი, გოზენსი (88. სანე) - ჰავერტცი, მიულერი (92. მუსიალა) - ვერნერი (68. გნაბრი)
კომენტარები