Thumbnail

ოფიციალურად: ევერტონს რაფაელ ბენიტესი გაწვრთნის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კარლო ანჩელოტის ნაცვლად ევერტონმა ახალი მწვრთნელი დანიშნა
  • მერსესაიდულ კლუბს რაფაელ ბენიტესი უხელმძღვანელებს

ინგლისურმა ევერტონმა მთავარ მწვრთნელად რაფაელ ბენიტესი დანიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე იტალიელი კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლა, რომელიც მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი გახდა.

ევერტონმა ბენიტესთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბს რამდენიმე კანდიდატი ჰყავდა შერჩეული, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ბენიტესზე შეჩერდა. ბენიტესს ლა ლიგა, კოპა იტალია, FA CUP, ევროპალიგა და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

''ბედნიერი ვარ, რომ ევერტონის ნაწილი გავხდი. ამ პროექტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათ აქვთ ამბიცია და სურვილი, რომ წარმატებას მიაღწიონ. მსურს, რომ ამ გუნდს დავეხმარო ოცნებების ახდენაში'', - განაცხადა ბენიტესმა.

ბენიტესის სამწვრთნელო შტაბს დანკან ფერგიუსონი და ალან კელი შეუერთდებიან. ევერტონი ახალი სეზონისთვის რამდენიმე მოთამაშის დამატებასაც გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები