Thumbnail
  • ზურა ჟვანიამ გრენობლთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ქართველის კარიერაში ეს მეორე ფრანგული კლუბია

29 წლის ქართველი მორაგბე, ზურა ჟვანია კარიერას ისევ საფრანგეთში გააგრძელებს. ზურამ კონტრაქტი PRO D2-ის კლუბ გრენობლთან გააფორმა და იქ 2023 წლამდე ითამაშებს.

ქართველი მორაგბე ბოლოს ინგლისის პრემიერშიფში უოსპსში თამაშობდა. გრენობლი ჟვანიასთვის მეორე ფრანგული კლუბია, ის 7 წლის განმავლობაში სტად ფრანსეს ღირსებას იცავდა, სადაც საფრანგეთის ჩემპიონი და ჩელენჯ თასის გამარჯვებული გახდა.

ზურას ეროვნულ ნაკრებში 43 მატჩი აქვს ჩატარებული. მან სტად ფრანსეს ღირსება TOP 14-ში 64-ჯერ დაიცვა.

კომენტარები

ბოლო ამბები