Thumbnail

'ჯერ ფრანგული ენა უნდა ვისწავლო' - გიორგი კოხრეიძე გრენობლის ფეხბურთელია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი კოხრეიძემ გრენობლთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 22 წლის ფეხბურთელი ფრანგულ გუნდს უკვე შეუერთდა

თბილისის საბურთალოს ყოფილი თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე კარიერას ფრანგულ გრენობლში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა დაადასტურა, ქართველმა შემტევმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გრენობლთან კონტრაქტი გავაფორმე. ვიცი, რომ გუნდს შარშან შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ლიგა 1-ის პლეი ოფში ითამაშა. ვუყურე ფანების ვიდეოებს, ისინი ფანტასტიკურები არიან და ზოგიერთი მათგანი სოციალურ ქსელში უკვე დამიკავშირდა. ახლა ჩემი პრიორიტეტი ფრანგული ენის სწავლა იქნება, რომ სწრაფად მოვახერხო გუნდში ინტეგრირება, განსაკუთრებით პერსონალთან და თანაგუნდელებთან ადაპტაცია", - თქვა კოხრეიძემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

გიორგი კოხრეიძე საბურთალოს აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში ჩატარებულ 163 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა. მან თბილისურ კლუბთან ერთად საქართველოში ყველა ტიტული მოიგო.

რაც შეეხება გრენობლს: გუნდი ლიგა 2-ში თამაშობს და გასულ სეზონში ძალიან ცოტა დააკლდა ლიგა 1-ში გადასასვლელად - ტულუზასთან პლეი ოფში დამარცხდა. 2018/19 წლების სეზონში ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ჯაბა ჯიღაური თამაშობდა, რომელიც ახლა დინამო ბათუმის ლიდერია.

კომენტარები

ბოლო ამბები