Thumbnail
  • ბრაზილია 1:0 ჩილე
  • პერუ 3:3 (4:3) პარაგვაი
  • კოპა ამერიკაზე პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია

ბრაზილიაში მიმდინარე “კოპა ამერიკაზე” პირველი ნახევარფინალური წყვილი გაირკვა - მასპინძელმა ნაკრები პერუს დაუპირისპირდება. ბრაზილიელებმა ¼-ფინალში მინუიმალური ანგარიშით ჩილე დაამარცხეს, ხოლო პერუმ პარაგვაის ფრედ 3:3 დასრულებული მატჩის შემდეგ, პენალტების სერიაში სძლია.

ბრაზილიის ნაკრებმა ჩილეს ეროვნულ გუნდს რიო დე ჟანეიროში, სტადიონ "ოლიმპიკო ნილტონ სანტოსი - ენჟენიანზე" უმასპინძლა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 46-ე წუთზე გავიდა. მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლუკას პაკეტამ გატანა მას შემდეგ მოახერხა, რაც ნეიმარის ეფექტური პასის შემდეგ შეცდომა ჩილელმა მცველებმა დაუშვეს.

აღსაშნიშნავია, რომ ორი წუთის შემდეგ "სელესაო" კაცნაკლული დარჩა. მატჩის არბიტრმა გაბრიელ ჟეზუში სახიფათოდ თამაშის გამო გააძევა, თუმცა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ჩილემ ვერ მოახერხა. 

📺 ბრაზილია V ჩილე

გაცილებით დრამატული გამოდგა პერუ-პარაგვაის 1/4-ფინალური დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშნვნა გახდა საჭირო, თამაშის მიმდინარეობისას კი მსაჯმა მეტოქეებს თითო ფეხბურთელი გაუძევა. განსაკუთრებით არ გაუმართლა პარაგვაელთა მცველ გუსტავო გომესს, რომელმაც ჯერ ავტოგოლი მიითვალა, შემდეგ კი გააძევეს.

📺 პერუ V პარაგვაი

"კოპა ამერიკაზე" ბრაზილიისა და პერუს ნახევარფინალური დაპირისპირება 7 ივლისს გაიმართება. მანამდე, 4 ივლისს კი დარჩენილი 1/4-ფინალური შეხვედრები ჩატარდება - ურუგვაი კოლუმბიას შეხვდება, არგენტინა - ეკვადორს.

კომენტარები

ბოლო ამბები