Thumbnail
  • ტრე პენე 0:4 დინამო ბათუმი
  • გოლები: 0:1 ფანცულაია (8), 0:2 მამუჩაშვილი (10), 0:3 ჯიღაური (18), 0:4 ზარია (58)

როგორც მოსალოდნელი იყო, დინამო ბათუმმა ევროსარბიელზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო - საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა უეფას კონფერენსლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ძალიან იოლად მოიგო. გია გეგუჩაძის გუნდს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ სან მარინოს ტრე პენე ერგო, წყვილში აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა და მოლოდინიც სრულად გაამართლა.

მატჩის ბედი საწყის 10 წუთშივე გადაწყდა. მერვე წუთზე ბათუმელთა კარგი კომბინაცია გიორგი ფანცულაიამ ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა, ორ წუთში კი უპირატესობა ორამდე გაიზარდა: სანმარინოელებს ამჯერად ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაუტანა. სხვათა შორის, მეორე საგოლე პასი ჯაბა ჯიღაურის აქტივშია, რომელიც იუბილარი გახლდათ და დაბადების დღეზე დიდებულად ითამაშა. ჯაბამ საგოლე პასის მერე თვითონაც გაიტანა - ეს მე-19 წუთზე მოხდა და ზღვისპირელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

დინამო ბათუმმა ამის შემდეგ ენერგიის დაზოგვაზე ფიქრი დაიწყო, რაც ლოგიკური და ბუნებრივია. ტრე პენეს საშემსრულებლო ოსტატობა და კლასი არ ჰყოფნიდა იმისთვის, რომ სტუმართა კართან ხიფათი შეექმნა და გეგუჩაძის შეგირდებმა ტაიმი 3:0 მოიგეს.

მე-2 ტაიმი დინამო ბათუმმა ცვლილებებით დაიწყო. შესვენებაზე გია გეგუჩაძემ გიორგი ფანცულაია, ჯაბა ჯიღაური და სანდრო ალთუნაშვილი შეცვალა. ბათუმელებმა ტრე პენეს მეორე ნახევარშიც გაუტანეს. 58-ე წუთზე თავი შეცვლაზე შესულმა გიორგი ზარიამ გამოიჩინა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. დარჩენილ დროში ბათუმელებს საგოლე მომენტები კიდევ ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და კონფერენსლიგის პირველი თამაში 4:0 მოიგეს.

დინამო ბათუმი ტრე პენეს ზუსტად ერთ კვირაში, 15 ივლისს, ბათუმში უმასპინძლებს და თავისი გულშემატკივრის თვალწინ კიდევ უფრო დამაჯერებლად გამარჯვებას ეცდება.

ტრე პენე 0:4 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ფანცულაია (8), 0:2 მამუჩაშვილი (10), 0:3 ჯიღაური (18), 0:4 ზარია (58)

ტრე პენე (3-5-2): მიგანი - მაიკონი (64. ჩეზარინი), ლომბარდი, პალაცი - სარტორი (81. ჩიბელი), სანტონი, გაი, სემპრინი (55. ბატისტინი), ბოჩიოლეტი (81. ზონზინი) - პიერი (64 კოსტა), ბადალასი

დინამო ბათუმი (4-4-2): კუპატაძე - ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კობახიძე, აზაროვი - მამუჩაშვილი, ტეიდი (62. მანჯაგალაძე), ალთუნაშვილი (46. შინდაგორიძე), ჯიღაური (46. ზარია) - ფანცულაია (46. გროცურეკი), ჯოვინო (57. სანოგო)

კომენტარები

ბოლო ამბები