Thumbnail
  • საფრანგეთში ქვიშის ჭიდაობის მსოფლიოს სერიის პირველი ეტაპი ჩატარდა
  • ქართველებმა მსოფლიოს სერიაზე 4 ოქროს მედლის მოგება შეძლეს

საფრანგეთი ქალაქ სენ-ლორენ-დიუვარში, ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს სერიის პირველი ეტაპი ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.

მსოფლიოს ჩემპიონებმა ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ), დავით ხუციშვილმა (80 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (90 კგ) ოქროს მედლები მოიგეს. მათ მამუკა კორძაიაც შეუერთდა, რომელმაც ფინალში რუმინელ მეტოქეს 3:1 აჯობა და საქართველოს მე-4 ოქროს მედალი მოუტანა.

ფინალების შედეგები ქვიშის ჭიდაობაში

70 კგ| ლევან ქელეხსაშვილი 3:1 გეორგ ბუკურ (რუმინეთი)

80 კგ | დავით ხუციშვილი 2:0 სემენ რადულოვი (უკრაინა) 

90 კგ | დავით მარსაგიშვილი 3:0 მაჰმუთ ოზქაია (თურქეთი)

+90 კგ | მამუკა კორძაია 3:0 ვასილ ვლად კარაში (რუმინეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები