Thumbnail

ევერტონის ფეხბურთელს ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული ედება ბრალად

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • თვის დასაწყისში მანჩესტერში პოლიციამ ევერტონის ფეხბურთელი დააკავა
  • გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული გილფი სიგურდსონია

ინგლისში, ამ თვის დასაწყისში, პრემიერლიგის ფეხბურთელი დააკავეს. მოთამაშეს ბავშვის მიმართ სექსუალური შევიწროება ედება ბრალად. republicworld-ის ინფორმაციით დაკავებული ევერტონის ფეხბურთელი გილფი სიგურდსონია.

ფეხბურთელის დაკავებას ადასტურებს თავად კლუბიც, თუმცა ევერტონის განცხადებაში არაა მითითებული, კონკრეტულად, რომელი მოთამაშე იყო დაკავებული.

"ევერტონი ადასტურებს, რომ პირველი გუნდის ფეხბურთელი დაკავებული იყო. კლუბი გააგრძელებს გამოძიებასთან თანამშრომლობას. ამ დროისთვის სხვა განცხადების გაკეთება არ იგეგმება," - ვკითხულობთ განცხადებაში.

პრემიერლიგის ფეხბურთელის დაკავება დაადასტურა მანჩესტერის პოლიციამაც. როგორც ირკვევა, დაკავებული იყო პრემიერლიგის მოთამაშე, რომელიც 31 წლისაა (სიგურდსონიც ამავე ასაკისაა) და რეგულარულად ასპარეზობს სანაკრებო დონეზეც. მანჩესტერის პოლიციის თქმით, დაკავებული დროებით, გირაოს სანაცვლოდ მანამდე გაათავისუფლეს, სანამ გამოძიება დამატებით მასალებს არ მოიპოვებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები