Thumbnail
  • ლუის ვან გაალი ისევ ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა
  • საინტერესოა, რომ ყოფილი მწვრთნელი მისი ასისტენტი იქნება

როგორც მოსალოდნელი იყო, ლუის ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 69 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გააფორმა - ანუ, ყატარში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლით. ვან გაალის ნაკრების დამრიგებლად დაბრუნება ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

ვან გაალი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს 2000-დან 2002 წლამდე, ასევე 2012-დან 2014 წლამდეც წვრთნიდა. მისი ერთ-ერთი ასისტენტი ნაკრების ყოფილი დამრიგებელი დენი ბლინდი იქნება, რომელიც ქვეყნის პირველ გუნდს 2015-დან 2017 წლამდე ედგა სათავეში. მეორე ასისტენტი კი ჰენკ ფრეიზერი იქნება, რომელიც როტერდამის სპარტას მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზეც რჩება.

შეგახსენებთ, რომ ლუის ვან გაალმა ამჯერად ფრანკ დე ბური შეცვალა, რომელმაც ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ევროპის ჩემპიონატზე ნაადრევი გამოვარდნის შემდეგ დატოვა. როგორც იცით, დე ბურის გუნდი ევრო 2020-ს მერვედფინალში, ჩეხეთთან მარცხის (0:2) შემდეგ გამოეთიშა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები