- ⌚ 04:00 | 🏟 ასაკა | 🎯🏅 ნინო სალუქვაძე. კვალიფიკაცია & ფინალი
- ⌚ 06:00 | 🏟 ბუდოკანი | 🥋🏅 ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი V საბიანა ანესტორი
- ⌚ 06:50 | 🏟 ფორუმი | 🏋🏅 გოგა ჩხეიძე. B ჯგუფი
- ⌚ 08:30 | 🏟 ბუდოკანი | 🥋🏅 ვაჟა მარგველაშვილი V შამილოვი/ზაიდლი
- ⌚ 10:50 | 🏟 ფორუმი | 🏋♂🏅 შოთა მიშველიძე. A ჯგუფი
- ისტორიულ მედალთან ხმლის გაწვდენაზე - 24 ივლისი ოლიმპიადაზე [შეჯამება]
კვირას, 25 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში 5 ქართველი სპორტსმენი ჩაებმება: ორ-ორი ძიუდოისტი (ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (-52 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ძალოსანი (შოთა მიშველიძე (-61 კგ), გოგა ჩხეიძე (-67 კგ). ტოკიოში იასპარეზებს მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომლისთვისაც ეს კარიერაში მე-9 ოლიმპიადა იქნება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დისციპლინაში მედლები უნდა გათამაშდეს.
ნინო სალუქვაძე - მე-9 ოლიმპიადა
სროლა. 10 მ. პისტოლეტი
ნინო სალუქვაძე ასაკას სასროლეთზე 10 მეტრიდან სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება. ასპარეზობა სროლაში 04:00-დან იწყება. ქართველი სპორტსმენი ბოლოსწინა, 56-ე გამოვა სტარტზე 6-სერიანი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ფინალში 8 საუკეთესო მსროლელი გადის. ფინალური ეტაპი კი 06:15-ზე დაიწყება და ოლიმპიური მედლებიც გათამაშდება.

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი - ჰაიტელი, ევროპის ჩემპიონის პერსპექტივით
ძიუდო. -52 კგ
საქვეყნოდ ცნობილი "ნიპონ ბუდოკანი" დილის 6 საათიდან უმასპინძლებს ძიუდოისტთა ასპარეზობას ქალთა (-52 კგ) და ვაჟთა (-66 კგ) შორის. დილის სესიის ორთაბრძოლებს ქალები ნომერ მე-2 ტატამიზე გამართავენ და პირველი საასპარეზოდ სწორედ ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი გავა. მისი მეტოქე ჰაიტელი საბიანა ანესტორი იქნება. ამ დაპირისპირებაში ქართველი ძიუდოისტი აშკარა ფავორიტია. აი, გამარჯვების შემთხვევაში კი მას ფრანგი ამანდინ ბუშარი ელის. 26 წლის ბუშარი ევროპის მოქმედი ჩემპიონია.
ვაჟა მარგველაშვილი - მეორე წრიდან
ძიუდო. -66 კგ
ვაჟა მარგველაშვილს რეიტინგის წყალობით, პირველ წრეში ჭიდაობა არ მოუწევს. ის ნომერ პირველ ტატამიზე მე-18 ორთაბრძოლას გამართავს. ასე რომ, სადღაც 08:30-დან ვაჟა საქმეში უნდა ვიხილოთ. მარგველაშვილი იაკუბ შამილოვისა (როკ) და სებასტიან ზაიდლს (გერმანია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
გოგა ჩხეიძე - B ჯგუფიდან იწყებს
ძალოსნობა. -67 კგ. B ჯგუფი
ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზში 67 კგ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე B ჯგუფში იასპარეზებს. ეს შეჯიბრი 06:50-ზე იწყება. ჯგუფში სულ ოთხი ძალოსანია. A ჯგუფში (10 ძალოსანი) ასპარეზობა 14:50-ზე დაიწყება და მედლების საკითხიც მაშინ გადაწყდება.
შოთა მიშველიძე - ჩინელ რეკორდსმენთან ერთად
ძალოსნობა. -61 კგ. A ჯგუფი
შოთა მიშველიძე A ჯგუფში იასპარეზებს, ფორუმზე შეჯიბრება 10:50-დან დაიწყება. ჯგუფში 9 ძალოსანია, მათ შორის ფავორიტი ჩინელი მსოფლიოს რეკორდსმენი ფაბინ ლი.
ტოკიო 2020: 25 ივლისის მთავარი მოვლენები
25 ივლისს ტოკიოში მედლები სპორტის 10 სახეობაში გათამაშდება. სულ მედლების 18 კომპლექტი გათამაშდება.
კვირას მედლები გათამაშდება: მშვილდოსნობაში (ქალთა გუნდური), ველოსპორტში (ქალთა შოსე), წყალში ხტომაში (3 მ. სინქრ. ქალები), ფარიკაობაში (ქალები რაპირა, ვაჟები დაშნა), ძიუდოში (-52 კგ. ქალებში, -66 კგ. ვაჟები), სროლაში (10 მ. პისტ. ქალები, 10 მ. პნ. შაშხანა ვაჟები), სკეიტბორდინგი (ვაჟები ქუჩა), ცურვაში (400 მ. ქალები, 4x100 მ. ქალები, 400 მ. თავ. ვაჟები, 400 მ. ინდ. ვაჟები), ტაეკვონდო (-57 კგ. ქალები, -68 კგ. ვაჟები), ძალოსნობაში (-61 კგ. ვაჟები, -67 კგ. ვაჟები).
კომენტარები