Thumbnail
  • შოთა მიშველიძემ ოლიმპიადაზე 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა
  • ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში მე-7 ადგილი დაიკავა

ტოკიოს ოლიმპიადაზე უკვე ქართველი ძალოსნებიც გამოჩდნენ. გოგა ჩხეიძემ 67-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა და B ჯგუფის გამარჯვებული გახდა.

61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, შოთა მიშველიძემ ატაცში 130 კილოგრამი დააფიქსირა, რის შემდეგაც წონაც გაზარდა, მაგრამ ვერც 133 და ვერც 135 კილოგრამები ვერ დააფიქსირა. ატაცის შემდეგ, შოთა მიშველიძე 130 კილოგრამით მეხუთე ადგილზე იყო.

ატაცი: 130 კგ - ✅, 133 კგ - ❌, 135 კგ - ❌

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში პირველად 155 კილოგრამი დააფიქსირა, რის შემდეგაც ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ წონა საგრძნობლად გაზარდა. მიშველიძე 163-კილოგრამიან შტანგას შეეჭიდა და ეს წონა ვერ დაძლია. სამწუხაროდ, ქართველმა ძალოსანმა მესამე ცდაც ვერ გამოიყენა და ოლიმპიადას უმედლოდ დაემშვიდობა. 165 კილოგრამის დაფიქსირების შემთხვევაში, ქართველი ბრინჯაოს მედალს მოიგებდა. შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში 285 კილოგრამი დააფიქსირა და მე-7 ადგილზე გავიდა.

აკვრა: 155 კგ - ✅, 163 კგ - ❌, 165 კგ - ❌

 

კომენტარები

ბოლო ამბები