Thumbnail

სახელოვანი ესპანელი კალათბურთელი პაუ გასოლი სოციალურ ქსელში ნინო სალუქვაძის ოლიმპიადაზე მეცხრედ ასპარეზობას გამოეხმაურა და ქართველ ტყვიის მსროლელს ლეგენდა უწოდა. აი, რა დაწერა მან ტვიტერზე:

“ქართველი ნინო სალუქვაძე პირველი ქალი გახდა, ვინც მე-9 ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ის 53 წლისაა და 1998 წელს სეულის ოლიმპიადიდან მოყოლებული, ყველა თამაშებში გამოვიდა. სპორტის ლეგენდაა!”.

შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე ტოკიოს ოლიმპიადაში დღეს ჩაერთო და მართალია, 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ფინალში ვერ გავიდა, ისტორიული შედეგი კი დააფიქსირა. სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია. ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობისას მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი უკვე 2008 წელს, პეკინში, საქართველოს სახელით დაისაკუთრა.

41 წლის პაუ გასოლი ასევე ლეგენდარული სპორტსმენია. ის პროფესიულ დონეზე 1998 წლიდან თამაშობს და NBA-ს 2-გზის ჩემპიონი და ოლ სტარის 6-გზის მონაწილეა. პაუს ესპანეთის ნაკრების მაისურით ევრობასკეტი 3-ჯერ აქვს მოგებული, მსოფლიოს ჩემპიონატი - ერთხელ, ოლიმპიურ თამაშებზე კი 2-ჯერ ვერცხლისა და ერთხელ ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები