Thumbnail
  • სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა 18-წლამდე ნაკრები საქართველოში ჩამოდის
  • ახალგაზრდა სპრინგბოქსი ქართველ თანატოლებთან 4-ჯერ ითამაშებს

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ინფორმაციით, სპრინგბოქსის 18-წლამდე მორაგბეები საქართველოში ჩამოვლენ და ადგილობრივ თანატოლებთან 4 მატჩს ჩაატარებენ. სამხრეთ აფრიკის 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებში 38 მოთამაშე გამოიძახეს და საქართველოში ყველა მათგანი მოდის.

კორონავირუსის გამო, ზედიზედ მეორე წელია, რაც 18-წლამდელთა არცერთი საერთაშორისო ტურნირი არ ჩატარებულა და ეს დიდი დახმარება იქნება ორივე ნაკრების ახალგაზრდა მორაგბეებისთვის.

სამხრეთაფრიკელთა მთავარი მიზანია, რომ ეს მორაგბეები 2023 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასისთვის მოამზადონ. სამხრეთაფრიკელები თბილისში აგვისტოში ჩამოვლენ. მატჩები 4, 7, 11 და 18 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები