Thumbnail
  • ჰარი კეინს ტოტენჰემის დატოვება ამ ზაფხულს სურს
  • ინგლისელის დამატებას მანჩესტერ სიტი ცდილობს

ჰარი კეინი ტოტენჰემის წინა სასეზონო ვარჯიშზე არ გამოცხადდა. ინგლისის ნაკრების კაპიტანი "დეზების" რიგებს მოკლეხნიანი დასვენების შემდეგ, 2 აგვისტოს უნდა შეერთებოდა, თუმცა ინგლისური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელი ვარჯიშზე არ მივიდა.

კეინის გარშემო არსებული სატრანსფერო ჭორების ფონზე, ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას. ინგლისელმა ფორვარდმა მაისში ტოტენჰემის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ზაფხულში მას კლუბის დატოვება სურდა. რატომ არ გამოცხადდა კეინი ვარჯიშზე, მოგვიანებით შევიტყობთ - არის ეს ტრავმის ბრალი, თუ სატრანსფერო მიზეზია.

სიტიმ ტოტენჰემს ჰარი კეინის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი უკვე შესთავაზა

ჰარი კეინის დამატება რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედს და ჩელსის. კეინის სახელი ბრიტანეთს გარეთ დაუკავშირეს მადრიდის რეალსაც, თუმცა თუ ფორვარდი ტოტენჰემს დატოვებს, ის კარიერას დიდი ალბათობით ისევ პრემიერლიგაში გააგრძელებს.

ცოტა ხნის წინ მანჩესტერ სიტიმ ლონდონურ კლუბს კეინის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი შესთავაზა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტოტენჰემს კეინში უფრო დიდი თანხის აღება სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები