Thumbnail

სკანდალი: საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მძლეოსანს დოპინგი აღმოუჩინეს

ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ ბენიკ აბრამიანს დოპინგი დაუდასტურდა. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მას 3 აკრძალული სტეროიდი აღმოუჩინეს. ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) დაადასტურა.

36 წლის აბრამიანი, რომლის საუკეთესო შედეგი 21,11 მეტრია, ვითარების საბოლოო გარკვევამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, გათამაშებიდან მოხსნეს და ახლა წინასწარი დისკვალიფიკაცია აქვს.

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ ტოკიოში აკრედიტებულ ლაბორატორიაში 31 ივლისს ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ აბრამიანის ორგანიზმშია სამი აკრძალული სტეროიდი - დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი.

ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს, დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს. მას B ჯგუფში, დაახლოებით 15:40 საათზე უნდა ეასპარეზა. ბირთვის კვრაში ფინალი ტოკიოში 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები