Thumbnail
  • გოგა ბითაძეს კიდევ ერთხელ აქვს დასამტკიცებელი თავისი როლი ინდიანაში
  • სანდრო მამუკელაშვილის პირველი ნათლობა NBA-ს ჩემპიონში
  • გიორგი ბეჟანიშვილი დენვერში 6 ნომრით ითამაშებს

8-17 აგვისტოს ლას ვეგასის სახელგანთქმული MGM Resorts NBA-ის საზაფხულო ლიგას მასპინძლობს. ამ ტურნირისადმი, სადაც ასოციაციის ყველა, 30 კლუბი გამოვა, დაინტერესება საქართველოში დიდი იქნება, რადგან საზაფხულო ლიგაში ერთბაშად სამი ქართველი კალათბურთელი იასპარეზებს: გოგა ბითაძე (ინდიანა პეისერსი), სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი ბაქსი) და გიორგი ბეჟანიშვილი (დენვერ ნაგეტსი). ეს უკანასკნელი ავსტრიის მოქალაქეა, თუმცა არის შანსი, რომ ის საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. 

10-დღიანი ტურნირის 75 თამაშს ESPN და NBA TV გადასცემს. თითოეული გუნდი 5 მატჩს გამართავს. მატჩები ისეა დაგეგმილი, "რეგულარულის" 4 ტურში ქართველთა დაპირისპირება გამოირიცხა.

წაიკითხე | სანდრო მამუკელაშვილი: როცა ყველაფერი გაირკვა, სიხარულის ცრემლები მომადგა

მიუხედავად იმისა, რომ ინდიანაში მე-3 სეზონს იწყებს, გოგა ბითაძეს კვლავ უწევს თავისი შესაძლებლობების დამტკიცება საზაფხულო ლიგაში. გოგა 88-იანი მაისურით საზაფხულო ლიგის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იქნება. აღსანიშნავია, რომ ინდიანამ დრაფტზე კიდევ ერთი ცენტრი აიზეა ჯეკსონი დაიმატა. ასე რომ, გოგასთვის კონკურენცია გაიზარდა. ერთია, მცირე ბიუროკრატიული პრობლემის გამო, ინდიანამ ჯეკსონის საზაფხულო ლიგაში გუნდის შემადგენლობაში ჩასმა ვერ მოახერხა.  

სხვათა შორის, ლას ვეგასის ლიგამდე, მცირე საზაფხულო ლიგებია: სოლტ ლეიკ სიტიში (სამი გუნდი თამაშობს: იუტა, მემფისი და სან ანტონიო) და კალიფორნიის კლასიკური ზაფხული ლიგა - აქ ითამაშებენ უორიორსი, საკრამენტო, ლეიკერსი და მაიამი. 

სხვათა შორის, მილუოკი ბაქსს ჯერ არ დაუსახელებია საზაფხულო ლიგის შემადგენლობა და ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა სანდრო მამუკელაშვილი თავისი საყვარელი 23-ნომრიანი მაისურით. სხვათა შორის, ბაქსის განაცხადში არავინ არის ამ ნომრით და არც მუდმივ ნომრებშია ვინმე. ასე რომ, თუ სანდრო ამ სეზონშივე ითამაშებს ჩემპიონის რიგებში, მას შეეძლება 23-ნომრიანი მაისურით თამაში. 

დენვერ ნაგეტსმა კი უკვე ოფიციალურად დაასახელა შემადგენლობა და გიორგი ბეჟანიშვილის ყოფნაც გუნდში დადასტურდა. ილინოისში გიორგი 15 ნომრით თამაშობდა, თუმცა დენვერში 6-ნომრიანი მაისურით შეეცდება გუნდში ადგილის დამკვიდრებას. 

ინდიანას მატჩები

  • 📅 9 აგვისტო | ⌚ 04:00 | 🏀 ინდიანა V ვაშინგტონი
  • 📅 11 აგვისტო | ⌚ 02:00 | 🏀 ინდიანა V ატლანტა
  • 📅 13 აგვისტო | ⌚ 02:00 | 🏀 ინდიანა V პორტლენდი
  • 📅 15 აგვისტო | ⌚ 02:00 | 🏀 ინდიანა V ოკლაჰომა
  • 📅 16-18 აგვ. | ⌚ 23:00-06:00 | 🏀 ინდიანა V უცნობია

მილუოკის მატჩები

  • 📅 10 აგვისტო | ⌚ 05:00 | 🏀 მილუოკი V კლიპერსი
  • 📅 12 აგვისტო | ⌚ 00:00 | 🏀 მილუოკი V ბრუკლინი
  • 📅 14 აგვისტო | ⌚ 00:00 | 🏀 მილუოკი V მინესოტა
  • 📅 16 აგვისტო | ⌚ 00:00 | 🏀 მილუოკი V ვაშინგტონი
  • 📅 16-18 აგვ. | ⌚ 23:00-06:00 | 🏀 მილუოკი V უცნობია

დენვერის მატჩები

  • 📅 9 აგვისტო | ⌚ 06:00 | 🏀 დენვერი V მაიამი
  • 📅 11 აგვისტო | ⌚ 03:00 | 🏀 დენვერი V ბოსტონი
  • 📅 13 აგვისტო | ⌚ 06:00 | 🏀 დენვერი V ფინიქსი
  • 📅 14 აგვისტო | ⌚ 23:00 | 🏀 დენვერი V დალასი
  • 📅 16-18 აგვ. | ⌚ 23:00-06:00 | 🏀 დენვერი V უცნობია

კომენტარები

ბოლო ამბები