Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125 კგ) 1/2-ფინალში გავიდა. მან პირველ წრეში ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, რის შემდეგაც ის 1/4-ფინალში მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელ ჩინელ დენ ჟივეის დაუპირისპირდა.

პეტრიაშვილმა პირველ მეოთხედში 4 ქულა აიღო

პეტრიაშვილმა პირველი პერიოდი 4:0 მოიგო, ხოლო მეორე პერიოდში მონაგარს მხოლოდ გაფრთხილების ქულა მიამატა და 5:0 დაწინაურდა. ჩინელმა მეტოქემ პეტრიაშვილს 2 ქულა აუღო, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა და გენომ ბრძოლა ანგარიშით 5:2 მოიგო.


ქართველი მოჭიდავის მეტოქე ნახევარფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე იქნება. ნახევარფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 13:15-საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის მეოთხედფინალში დამარცხდა წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ტაჰა აკგული. რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული თურქი მოჭიდავე ამერიკელმა დენ სტივესონმა 8:0 დაამარცხა, ნახევარფინალში გავიდა და სავარაუდოდ, ფინალში გენო პეტრიაშვილის მეტოქე იქნება.

📺 სტივენსონი V აკგული

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე ტოკიოში მოპოვებული 7 მედალია - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები