Thumbnail
  • ავსტრალია 3:4 აშშ
  • ამერიკის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩში ავსტრალიას 4:3 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ამერიკელებს ეს შედეგი ნამდვილად ვერ გაახარებთ, რადგანაც ისინი ტურნირის ფავორიტებად მოიაზრებოდნენ და ნახევარფინალში კანადასთან გავარდნენ.


მატჩის გმირები მეგან რაპინო და კარლი ლოიდი გახდნენ. ამერიკელებმა დუბლები შეასრულეს და 51-ე წუთისთვის უკვე 4:1-ს იგებდნენ. ამერიკის ქალთა საფეხბურთო ნაკრებისთვის ეს ოლიმპიადაზე მოგებული მე-6 მედალი იყო. მათ აქტივში 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აქვთ.


ოლიმპიადის ფინალში ერთმანეთს კანადისა და შვედეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი 6 აგვისტოს თბილისის დროით,  16:00-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები