Thumbnail

მესამე მარცხი ევროჩელენჯერზე - საქართველომ სერბეთთან 43 ქულით წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო (U18) 48:91 სერბეთი (U18)
  • 18-წლამდელთა ნაკრებმა მესამე მატჩი წააგო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სკოპიეში მიმდინარე ევროჩელენჯერზე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. ესპანეთთან (42:74) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (66:69) წაგების შემდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა სერბეთთან 43 ქულით წააგეს - 44:91.

დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა მხოლოდ ბოლო მეოთხედის მოგება შეძლო. სერბეთმა ყველაზე დიდი ანგარიშით მეორე მეოთხედში მოგება შეძლო - 26:6.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროჩელენჯერზე გერმანიასა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. 18-წლამდელები 7 აგვისტოს გერმანიასთან ითამაშებენ, ხოლო 8 აგვისტოს ევროჩელენჯერს ხორვატიასთან მატჩით დაასრულებენ

კომენტარები

ბოლო ამბები