Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილს NBA-ის ჩემპიონ მილუოკი ბაქსში საკმაოდ კარგი დებიუტი გამოუვიდა!

ქართველმა კალათბურთელმა საზაფხულო ლოგის პირველსავე შეხვედრაში დაამტკიცა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნას და მილუოკიში თამაშს იმსახურებს. 22 წლის მძიმე ფორვარდმა კლიპერსთან შეხვედრაში, რომელიც ბაქსმა 81:78 მოიგო, 28:40 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო - 11 ქულა და 12 მოხსნა.

მას 6 მოხსნა დაცვაში ჰქონდა, 6 კი შეტევაში, 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი ორჯერ ესროლა (ორჯერვე არაზუსტად) და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. სანდროს აქტივშია ასევე 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. მამუკელაშვილს 3 დაკარგვა ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მისი +/- კოეფიციენტი +8 გახლდათ. მილუოკი საზაფხულო ლიგაში მომდევნო მატჩს 12 აგვისტოს, ბრუკლინთან გამართავს. მატჩი 00:00-ზე დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილს ბაქსმა უკვე გაუფორმა 2-წლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც. ის სეზონში 45 დღე მილუოკის რიგებში იქნება, დანარჩენი დრო კი G ლიგაში.

კომენტარები

ბოლო ამბები