Thumbnail

კალათბურთი | U16 საქართველო ბულგარეთში ევროჩელენჯერზე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი კალათბურთელების მეტოქეები უნგრეთი, კვიპროსი და სლოვაკეთი იქნებიან
  • ჯგუფების 2-2 საუკეთესო 1/2-ფინალში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც ფიბა-ს ჩელენჯერში მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, კოვიდ-პანდემიის გამო, არც წლეულს ტარდება ევროპის ჩემპიონატი A და B დივიზიონების პრინციპით და მათ ნაცვლად მცირეგუნდიანი ჩელენჯერები იმართება.

საქართველოს ნაკრები, რომელსაც ირაკლი ტომარაძე და ნიკოლოზ ცინცაძე წვრთნიან, სოფიაში დაგეგმილ ჩელენჯერში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც გასული წლის შედეგებით რეიტინგით 19-25 ადგილებზე მყოფი გუნდები შეიკრიბებიან.

ბულგარულ ტურნირზე 7 ნაკრები 2 ჯგუფშია განაწილებული. საქართველო 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდა უნგრეთთან, კვიპროსთან და სლოვაკეთთან ერთად. მეორე ჯგუფი უკრაინამ, შვეიცარიამ და პორტუგალიამ დააკომპლექტეს. 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა და გამარჯვებულის გამოსავლენად გააგრძელებს ბრძოლას, ჯგუფში ჩარჩენილი გუნდები კი მეხუთე-მეშვიდე ადგილებს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა შეკრება ჯერ თბილისში, შემდეგ კი ხაშურში გაიარა. შემადგენლობა ასე გამოიყურება: საბა სალაძე, ნიკოლოზ აბულაძე, გიორგი ბერუაშვილი, ანრი ბელთაძე, ალექსანდრე დაუშვილი, ილია ჭავჭანიძე, ლუკა გორგოძე, თენგო გოგიშვილი, ვაჩე გეგეშიძე, ლუკა ლომთაძე, შოთა მაჭავარიანი, ლუკა ალავიძე.

U16 საქართველოს განრიგი

საქართველო – სლოვაკეთი, 16 აგვისტო, 21:00
კვიპროსი – საქართველო, 17 აგვისტო, 18:00 
საქართველო – უნგრეთი, 18 აგვისტო, 21:00

კომენტარები

ბოლო ამბები