Thumbnail
  • საქართველო 61:51 უნგრეთი
  • ლუკა ალავიძემ გუნდს 24 ქულა მოუტანა

სოფიაში (ბულგარეთი) მიმდინარეობს 16-წლამდელ კალათბურთელთა ევროჩელენჯის გათამაშება. ირაკლი ტომარაძისა და ნიკოლოზ ცინცაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მეორე მატჩი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, უნგრეთი 10 ქულის სხვაობით დაამარცხა - 61:51.

მატჩში საუკეთესო ლუკა ალავიძე იყო, რომელმაც გუნდს 24 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე 7 მოხსნა, 4 პასი, 5 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. რომ არა ტრავმა, მისი სტატისტიკა კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა. თენგო გოგიშვილმა 10 ქულა ჩააგდო, ანრი ბელთაძის ანგარიშზე კი 5 ქულა და 10 მოხსნაა. 

20 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში უკრაინას დაუპირისპირდება.   

კომენტარები

ბოლო ამბები