Thumbnail

31 აგვისტოს შვეიცარიაში, "პარტიკ ბაუმანის კალათბურთის სახლში" საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული ზონის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართება. 32 ნაკრები, მათ შორის, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის 12 საგზურისთვის იბრძოლებს კონტინენტიდან. მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წელს ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში პლანეტის 32 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. 

საქართველოს ნაკრები

საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება 24 ევროპულ ნაკრებს ჰქონდა გარანტირებული, მათ შორის ილიას ზუროსის გუნდს, მათ 8 ნაკრები დაემატა პრესაკვალიფიკაციო ტურნირიდან: ბელარუსი, ისლანდია, ლატვია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია, სლოვაკეთი და შვედეთი.

24 ნაკრები, რომელთაც საკვალიფიკაციოში თამაშის უფლება მოპოვებული ჰქონდათ: ბელგია, ბოსნია/ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნიდერლანდები, რუსეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი და უკრაინა. 

წილისყრა 31 აგვისტოს, 14:00-ზე გაიმართება და პირდაპირ ეთერში FIBA YouTube channel-ის მეშვეობით გადაიცემა. გუნდები ფიბას რეიტინგის მიხედვით განთავსდებიან კალათებში. საქართველო რეიტინგში 37-ეა და ის მე-5 კალათში იქნება. საქართველოს ნაკრები მეტოქეები 1, 4 და 8 კალათებიდან გაირკვევა. 

კალათა 1

ესპანეთი
სლოვენია
საფრანგეთი
სერბეთი

კალათა 2

იტალია
ლიეტუვა
საბერძნეთი
გერმანია

კალათა 3

ჩეხეთი
პოლონეთი
რუსეთი
თურქეთი

კალათა 4

ხორვატია
მონტენეგრო
ლატვია
უკრაინა

კალათა 5

ფინეთი
საქართველო
ბელგია
უნგრეთი

კალათა 6 

დიდი ბრიტანეთი
ისრაელი
ბოსნია/ჰერცეგოვინა
ნიდერლანდები

კალათა  7

ისლანდია
ესტონეთი
ბულგარეთი
ბელარუსი

კალათა 8

ჩრდილოეთ მაკედონია
შვედეთი
პორტუგალია
სლოვაკეთი

შეიქმნება 8 4-გუნდა ჯგუფი, თითოელი ჯგუფიდან ბრძოლას აგძელებს 3 საუკეთესო ნაკრები. საკვალიფიკაციოს მე-2 რაუნდში დარჩენილი 24 ნაკრები შექმნის 4 ჯგუფს თითოეულში 6 გუნდით, 3-3 საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. 

საკვალიფიკაციო მატჩები 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით გაიმართება. პირველი საკვალიფიკაციო ფანჯარა 22-30 ნოემბერსაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები