Thumbnail

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ბებია ემიგრაციიდან დააბრუნა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ემოციური კადრები აეროპორტიდან - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პარასკევს დილით, აეროპორტში ბებიას დახვდა, რომელიც საქართველოში საბერძნეთიდან, ათენი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.

21 წლის ძიუდოისტს, რომელმაც ტოკიოს თამაშებზე საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა, ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩემპიონობის შემთხვევაში ემიგრაციაში მყოფი ბებიის  საქართველოში დაბრუნებას აპირებდა. როგორც იცით, ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონობისთვის სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს.

აეროპორტში გადაღებული კადრები ექსკლუზიურად Europetime-მა გაავრცელა.

ლაშა ბექაურმა მოპოვებული მილიონით ბებია ემიგრაციიდან დააბრუნა

🏅 ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა მოპოვებული მილიონით ბებია ემიგრაციიდან დააბრუნა | ემოციური კადრები აეროპორტიდან © ვიდეო: Europetime

Posted by Formula • ფორმულა on Friday, August 20, 2021


ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადაზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში 5 ორთაბრძოლის მოგება შეძლო და ოქროს მედალს დაეუფლა. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელს მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები