Thumbnail

კოსოვოსთან უმაყურებლოდ! ბათუმის სტადიონზე ქომაგები არ დაიშვებიან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს, რომელსაც საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, ბათუმში, კოსოვოსთან გამართავს, მაყურებელი ვერ დაესწრება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაციის გამო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს სამ შეხვედრას გამართავს. კოსოვოსთან მატჩის შემდეგ, 5 სექტემბერს, ქალაქ ბადახოსში, ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს, 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად, ამხანაგურ შეხვედრაში, ბულგარეთს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდის ფრანგმა მწვრთნელმა სექტემბრის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა - 26 ფეხბურთელიდან სიაში 7 ბათუმელი და 5 დებიუტანტია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი), საბა ხვადაგიანი (დინამო საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), მურთაზ დაუშვილი (აპოელი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), გიორგი ქვილითაია (აპოელ), გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი)

მუნდიალის საკვალიფიკაციო B ჯგუფში საქართველოს ნაკრებს სამ თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს (3 მატჩი, 7 ქულა), მეორეზე შვედეთია (2 მატჩი, 6 ქულა), მესამეზე კი - საბერძნეთი (2 მატჩი, 2 ქულა). ჯგუფში ბოლო ადგილს კოსოვო (2 მატჩი, 0 ქულა) იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები