Thumbnail

პარალიმპიადა | ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი 1/2-ფინალში გავიდნენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველი ეტლით მოფარიკავეები ტოკიოში მედლებისთვის იბრძვიან
  • ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ

ტოკიოს პარალიმპიადაზე წარმატებული სტარტი აიღეს ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა - ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა, რომლებმაც ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ შეჯიბრში საწყისი შეხვედრები მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

ირმა ხეცურიანმა (B კატეგორია) წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ორი წაგებული ბრძოლის შემდეგ, ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიელ როსანა პასკინოს დაძაბულ ბრძოლაში (15:14) აჯობა. ირმას მეტოქე ნახევარფინალში ჩინელი შუმეი ტანი იქნება.

ნინა თიბილაშვილმა (A კატეგორია), რომელსაც წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე 2-2 მოგება-წაგება ჰქონდა, 1/8-ფინალში იტალიელ ლორედანა ტრივილიას აჯობა, 1/4-ფინალში კი უკრაინელ ნატალია მორკვიჩს დაძაბული შეხვედრა მოუგო (15:13). ნინას მეტოქე ნახევარფინალში უკრაინელი ევგენია ბრეუსი იქნება.

საქართველოს ნაკრები ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე (24 აგვისტო - 5 სექტემბერი) 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ქართველი პარალიმპიელები მედლებისთვის სპორტის 6 სახეობაში იბრძოლებენ - ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლასა და პარამძლეოსნობაში.

📸 | ფოტოები: საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი

კომენტარები

ბოლო ამბები