- ტოკიოში ქართველმა პარამოფარიკავეებმა 28 აგვისტოს რაპირით იასპარეზეს
- ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი და ირმა ხეცურიანი ტურნირს დაემშვიდობნენ
ტოკიოში პარალიმპიადა გრძელდება და ქართველი პარასპორტსმენებიც ასპარეზობას აგრძელებენ. ირმა ხეცურიანმა (B კატეგორია) ნინა თიბილაშვილმა (A კატეგორია) და გვანცა ზადიშვილმა (A კატეგორია) რაპირით იფარიკავეს.
სამწუხაროდ, თიბილაშვილი, ზადიშვილი და ხეცურიანიც ასპარეზობას გამოეთიშნენ. ზადიშვილმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დასძლია, მან 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა და პლეი ოფში ვეღარ გავიდა
ხმლით ფარიკაობაში ტოკიოს პარალიმპური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, ნინა თიბილაშვილი რაპირით ფარიკაობაში ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა. ნინამ ბრძოლა ჩინელ ძინ რონთან 8:15 დათმო.
ირმა ხეცურიანმა ჯგუფში 2 ბრძოლა მოიგო და 4 შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა და მერვედფინალში ბრაზილიელ მონიკა სანტოსს 15:7 მოუგო. ირმას მეტოქე მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში იტალიელი მარია ბიატრისი იყო, რომელმაც ირმას ჯგუფში 0:5 მოუგო.
სამწუხაროდ, ირმა იტალიელ მეტოქესთან 6:15 დამარცხდა და ტოკიოს პარალიმპურ თამაშებს უმედლოდ დაემშვიდობა.
კომენტარები