Thumbnail
  • ნაკრებიდან შესარჩევში მხოლოდ კვარაცხელიაა გამორჩეული
  • ყატარი 2022-ის შესარჩევი ციკლის საუკეთესო ფეხბურთელები

6 სექტემბერს ხვიჩა კვარაცხელიას რუბინმა ამხანაგური მატჩი გამართა, კრასნოდართან 1:3 დამარცხდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია 20 წლის ქართველ გარემარბს, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. ეს შეხვედრა რუბინისთვის 13 სექტემბრის პრემიერ-ლიგის მატჩისთვის მოსამზადებელი იყო - 13-ში რუბინი ურალს ხვდება, რომელშიც ლუკა გაგნიძე ასპარეზობს. sports.ru-ს ახალი ინფორმაციით, ხვიჩა ვერც ურალთან შეძლებს თამაშს. 

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩამ ნაკრების ორი შეხვედრა გამოტოვა, ის კვლავ რჩება მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლის (ევროპა) TOP 5 დრიბლიორში. ხვიჩამ ჯამში 25 დრიბლინგი განახორციელა (აქ და ყველგან WhoScored.com-ის სტატისტიკა), რაც საზიარო მესამე შედეგია იოსიპ ილიჩიჩთან (სლოვენია), მატეო კოვაჩიჩთან (ხორვატია) და ტიჯეი დე ბართან (გიბრალტარი) ერთად. ქართველ ფეხბურთელს 3 მატჩი აქვს ჩატარებული, მის კონკურენტებს მეტი. მათ მხოლოდ მანორ სოლომონი (ისრაელი) - 35 და ლეროი სანე (გერმანია) - 26 - უსწრებენ. ხვიჩას 25 დრიბლინგიდან 15 წარმატებული გამოდგა, ამ მაჩვენებლით ის მე-7 პოზიციაზეა. კვარაცხელია შესარჩევ ციკლში საშუალოდ 5 დრიბლინგს აკეთებს (წარმატებულს). ამით შესარჩევ ციკლში ის მხოლოდ ჩრდილო მაკედონიელ დარკო ჩურლინოვს ჩამორჩება - 5.5 დრიბლინგი საშუალოდ. 

B ჯგუფის სიმბოლურში ორი ქართველია: გიორგი ლორია და ხვიჩა კვარაცხელია

ეს ერთადერთი სტატისტიკური კომპონენტი არ არის, სადაც ხვიჩა ევროპაში მოწინავეთა შორისაა - საშუალოდ 3.7 მოგებული ორთაბრძოლებით ის შესარჩევ ციკლში მე-9 ადგილზეა.   

შესარჩევი ციკლის ლიდერები. WhoScored.com

გოლები: 7 - ალეკსანდარ მიტროვიჩი (სერბეთი); 6 - ერან ზაჰავი (ისრაელი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი); 5 - რომელუ ლუკაკუ (ბელგია)
ასისტები: 4 - დუშან ტადიჩი (სერბეთი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (თურქეთი), ჰანს ვანეკენი (ბელგია), ჟორდი ალბა (ესპანეთი)
დარტყმები: 30 - მემფის დეპაი (ნიდერლანდები)
დრიბლინგები: 35 - მანორ სოლომონი (ისრაელი)
ორთაბრძოლები: 19 - ემინ მაჰმუდოვი (აზერბაიჯანი)
პასები: 543 - ერიკ გარსია (ესპანეთი)
მნიშვნელოვანი პასები: 29 - მემფის დეპაი (ნიდერლანდები)

რეიტინგით საუკეთესოები

1. მემფის დეპაი (ნიდერლანდები) - 8.72
2. ჰანს ვანაკენი (ბელგია) - 8.72
3. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) - 8.51
4. ადამ ბუკსა (პოლონეთი) - 8.43
5. ედენ აზარი (ბელგია) - 8.30
...32. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) - 7.77

კომენტარები

ბოლო ამბები