Thumbnail

'ეს სრული სიგიჟე იყო' - ჯანი ინფანტინო ბრაზილია-არგენტინის ჩაშლილ მატჩზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ამგვარი რაღაცეები, ალბათ, მხოლოდ პანდემიის დროს შეიძლება მოხდეს'
  • ფიფას პრეზიდენტმა ბრაზილიაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებთა ჩაშლილ მატჩს გამოეხმაურა და მომხდარ ამბავს “სრული სიგიჟე” უწოდა.

“ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების თამაშისას, არადა, ესენი სამხრეთ ამერიკის ყველაზე გამორჩეული გუნდები არიან. ვიღაც ჩინოვნიკები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მინდორზე გამოჩნდნენ, რათა რამდენიმე ფეხბურთელი წაეყვანათ. ეს სრული სიგიჟე იყო, თუმცა, ასეთი პრობლემებიც უნდა გადავწყვიტოთ. ამგვარი რაღაცეები, ალბათ, მხოლოდ პანდემიის დროს შეიძლება მოხდეს”.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თამაში 5 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ის ახალი დაწყებული იყო, როდესაც მოედანზე ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელი სააგენტოს და ფედერალური პოლიციის წევრები შეიჭრნენ. ამის მიზეზი არგენტინელი ფეხბურთელები ემილიანო მარტინესი, ემილიანო ბუენდია, კრისტიან რომერო და ჯოვანი ლო ჩელსო გახდნენ.

ოთხივე მოთამაშე ინგლისში ასპარეზობს და შესაბამისად, მათ ბრაზილიაში ჩასვლით არსებული კოვიდპროტოკოლი დაარღვიეს. დიდი ბრიტანეთიდან ბრაზილიაში შესულ პირებს სავალდებულო კარანტინი უნდა გაეარათ, რაც არგენტინელებმა არ გაითვალისწინეს. ფიფას მომხდართან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

კომენტარები

ბოლო ამბები