Thumbnail
  • ძიუდოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ლუქსემბურგში 9-დან 12 სექტემბრამდე ჩატარდება
  • პირველ საჭიდაო დღეს ტატამიზე 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა 

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები 9-დან 12 სექტემბრამდე ლუქსემბურგში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს. პირველ საჭიდაო დღეს ტატამიზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა: გიორგი სარდალიშვლი (60 კგ), თენგო ზირაქაშვილი (66 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (57 კგ).

ასკილაშვილი (57 კგ) ფინელ ფილა სალონენთან 43 წამში იპონით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. სარდალიშვილმა პირველ შეხვედრაში ბერძენ გეორგიოს კესიდისს იპონით აჯობა, რის შემდეგაც იტალიელი ჯუზეპე დე ტულიო დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.


ქართველმა ძიუდოისტმა დენი ალტემიროვს ჯერ ვაზარი აუღო და შეხვედრა იპონით დაასრულა. გიორგიმ ნახევარფინალშიც მარტივად გაიმარჯვა. მან ისრაელის წარმომადგენელ მატან კოკოლაიევს სძლია და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი რომან ვალადირ პიკა იქნება.

თენგო ზირაქაშვილი პირველი ეტაპიდან თავისუფალი იყო. მან მეორე ეტაპზე იტალიელი ალექსანდრ კომერცანუს ჯერ ვაზარი აუღო და ბრძოლა იპონით დაუსრულა. ქართველის მეტოქე მერვედფინალში უნგრელი გეორგი შტამარი იყო, რომელსაც ზირაქაშვილმა იპონით წუთსა და 43 წამში მოუგო.


თენგოს უმძიმესი ბრძოლა მეოთხედფინალში ჰქონდა, სადაც ნიდერლანდელ დილან ვან დერ კოლკს 6 წუთსა და 26 წამში ვაზარით აჯობა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ზირაქაშვილი ფინალში გასასვლელ ბრძოლაში რუს კანტემირ კოძოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა. ზირაქაშვილი ბრინაჯოს მედლისთვის ბრძოლაში უკრაინელ ევგენი გონჩარკოსთან იჭიდავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები