Thumbnail

‘ამიტომ აღარ მაქვს მასთან კავშირი’ - კევინ ბოატენგმა ჟერომზე ილაპარაკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჟერომ ბოატენგი ყოფილ პარტნიორზე ძალადობისთვის დასაჯეს
  • მისი ძმა, კევინი ამბობს, რომ მათ დიდი ხანია, ურთიერთობა აღარ აქვთ

ხუთშაბათს, მიუნხენის სასამართლომ ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი ჟერომ ბოატენგი მისი შვილების დედაზე ძალადობაში დამნაშავედ სცნო და 1,8 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ეს არ არის პირველი სკანდალი, რომელშიც ჟერომი გაეხვა. მის შესახებ გაზეთ “ბილდთან” მისმა ძმამ, კევინ-პრინც ბოატენგმა ისაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ უკვე დიდი ხანია, ძმასთან ურთიერთობა აღარ აქვს.

“ჟერომთან დისტანცირება დიდი ხნის წინ დავიწყე, - აცხადებს კევინი, რომელიც ახლა ბერლინის ჰერტაში თამაშობს, - მე გერმანულ კანონს ვაღიარებ და პატივს ვცემ. ქალებზე ძალადობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არ მინდა, რომ ჩემი ძმის დანაშაულთან მეც ვასოცირდებოდე და ამიტომ, ახლა მასთან საერთოდ აღარ მაქვს ურთიერთობა. მე მასთან ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე.”

შეგახსენებთ, რომ ჟერომ ბოატენგმა, რომელიც ზაფხულში ლიონში გადავიდა, სამი წლის წინ, ყოფილ პარტნიორს და შვილების დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - მიუნხენის სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო. ჟერომი დანაშაულს უარყოფდა. მან 1,8 მილიონი ევრო 60 დღეში უნდა გადაიხადოს. გამოდის, რომ დღეში 30 000 ევროს გადახდა მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები