Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირი მოგებით დაიწყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა იაპონელ კოტოეკოს უვატედაშინაგეთი აჯობა
  • ცნობილია აკი ბაშოზე ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქის ვინაობაც

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მოგებით დაიწყო საშემოდგომო სუპერტურნირი, რომელსაც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” მასპინძლობს.

ტოჩინოშინი აკი ბაშოს დასავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსით შეხვდა, სასტარტო დღეს კი, დასავლეთისვე მე-11 მაეგაშირა კოტოეკოს გაეჯიბრა და 29 წლის იაპონელს უვატედაშინაგეთი მოუგო.

ორთაბრძოლა საკმაოდ მძიმე გამოდგა, ოც წამზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ქართველი სუმოისტის გამარჯვებით დასრულდა. ტოჩინოშინი ერთ ეპიზოდში დოჰიოს კიდესთანაც აღმოჩნდა, თუმცა, სიტუაცია გამოასწორა, მოულოდნელად მეტოქე მიწისკენ დაიქნია და ეს, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

ცნობილია, რომ საშემოდგომო სუპერტურნირის მე-2 დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელმაც დღეს დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მიოგირიუსთან ჰატაკიკომით წააგო. ქართველი სუმოისტი 30 წლის იაპონელს 17-ჯერ შეხვედრია და მცირე უპირატესობა აქვს – 9:8.

კომენტარები

ბოლო ამბები