Thumbnail

Bleacher Report-მა (B/R) NBA-ის 2019 წლის რედრაფტი შემოგვთავაზა - ორი წლის წინათ, ისტორიაში მესამედ დრაფტის პირველ წრეში ქართველი კალათბურთელი აირჩიეს - გოგა ბითაძე მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა წაიყვანა.

გოგა ოქტომბერში მისთვის მესამე სეზონს იწყებს ასოციაციაში, თუმცა ქართველი ცენტრი ჯერაც მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგასთან ადაპტაციის პერიოდშია. ის ცოტას თამაშობს და თან, როტაციაში სათადარიგო ცენტრის პოზიციაც საბრძოლველი გაუხდა, მას მერე, რაც ინდიანამ აიზია ჯეკსონი დაიმატა. პირველ სეზონში ის საშუალოდ 8.7 წუთს თამაშობდა, მეორეში დრო მოემატა, მაგრამ ბევრით არა - 12.5 წუთი მატჩში.

გოგა ზაიონს უფარებს

Bleacher Report-ს მიაჩნია, რომ გოგა ბითაძე მაინც დრაფტის პირველ წრეში უნდა აერჩიათ, თუმცა არა მე-18 ნომრად, არამედ 28-ე ნომრად. დრაფტის ეს ნომერი კი გოლდენ სტეიტს ეკუთვნოდა.

28. გოლდენ სტეიტი: გოგა ბითაძე (სინამდვილეში - მე-18. ინდიანა)

"გოგა ბითაძის სათამაშო დრო NBA-ში მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის დუეტის გამოა შეზღუდული. მაგრამ მაშინაც, როცა ის მოედანზე, მისი სარგებლიანობა არცთუ შთამბეჭდავია. "მაღალს" საშუალოზე დაბალი სროლის პროცენტი აქვს საწყის ორ სეზონში, ეს კი კარგის ნიშანი არ არის. 
თუმცა მის თამაშში კვლავ არის დამაიმედებელი ნიშნები. გასულ სეზონში ის ყოველ 75 ფლობაზე 3.8 მოხსნას აკეთებდა შეტევაში და ამდენივე დაფარებას. პირველი NBA-ში 27-ე შედეგია, მეორე კი - მე-2 მთელს ლიგაში!
ფარის დაცვის უნარები ზოგადად ძალიან ფასდება და მასზე მოთხოვნილებაც არსებობს. ასე რომ, ამის გამო, ბითაძე NBA-ში დარჩება. თუ გოგა შეძლებს დამატებითი უნარების განვითარებას, ის შეიძლება გახდეს ღირებული სარეზერვო ცენტრი ლიგის მასშტაბით".

გამოცემამ 2019 წლის დრაფტის მთელი პირველი წრე მიმოიხილა, თუმცა ჩვენ აქ მხოლოდ რედრაფტის ტოპათეულს შემოგთავაზებთ.

დრაფტის მე-2 და პირველი ნომრები - ჯა მორანტი ზაიონ ულიამსონი

NBA 2019. რედრაფტი. TOP 10 (B/R)

1 (1). ზაიონ უილიამსონი 
2 (2). ჯა მორანტი
3 (3). არ ჯეი ბარეტი
4 (20). მატის ტაიბული
5 (13). ტაილერ ჰიროუ
6 (5). დარიუს გარლენდი
7 (4) დე'ანდრე ჰანტერი
8 (46) ტეილენ ჰორტონ-ტაკერი
9 (17) ნიკეილ ალექსანდერ-უოკერი
10 (11) კამერონ ჯონსონი

კომენტარები

ბოლო ამბები