- 24-26 სექტემბერს ზაგრების გრან პრი გაიმართება
- უზბეკ ძიუდოისტს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და მოკლეს
24-26 სექტემბერს ხორვატიის დედაქალაქში IJF-ის კალენდრის მორიგი ტურნირი - ზაგრების გრან პრი გაიმართება. თითქოს, იქ ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა არ იგეგმებოდა, თუმცა 4 მათგანი მონაწილეობას მაინც მიიღებს გრან პრიში.
36 ქვეყნის 260 ძიუდოისტს შორის იქნებიან ჯუმბერ მელაძე (-73 კგ), ზაურ დვალაშვილი (-81), ტატო გრიგალაშვილი (-81) და ლუკა მაისურაძე (-90). მათ ინდივიდუალურად გადაწყვიტეს ზაგრების გრან პრიზე მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ნაკრების წევრები არიან, ტატომ ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა. ტატო 81-კილომდე წონით კატეგორიის მსოფლიო ლიდერია. მელაძე 18 წლის სპორტსმენია, დვალაშვილი - 19-ის.
ზაგრებში ტატო გრიგალაშვილის გარდა რეიტინგის კიდევ ერთი ლიდერი იასპარეზებს - ხორვატი ბარბარა მატიჩი (-70 კგ).
კომენტარები